იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: იუნაიტედი ისევ განადგურდა - კერიკი გათავისუფლების ზღვარზეა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: იუნაიტედი ისევ განადგურდა - კერიკი გათავისუფლების ზღვარზეა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შესაძლოა, მაიკლ კერიკმა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი ჩაატარა.


ოლდ ტრაფორდზე მისი გუნდის უსუსური თამაში ბორნმუთთან 0:3 მარცხით დასრულდა, შეხვედრის შემდეგ კი გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს.


„წითელი ეშმაკების“ ყოფილი ნახევარმცველის პოზიცია ისედაც სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. სეზონის წარუმატებელ სტარტს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ კომოსთან გამანადგურებელი მარცხიც (1:4) დაემატა.


ბორნმუთთან შეხვედრის წინ ზეწოლის ქვეშ მყოფი კერიკი თავდაჯერებულად საუბრობდა და იმედს არ კარგავდა, თუმცა კვირას განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ იუნაიტედის მოუგებელი სერია ყველა ტურნირზე ზედიზედ 8 მატჩამდე გაიზარდა, თავად მწვრთნელი კი გათავისუფლების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.


კარგად ორგანიზებული ბორნმუთის შემადგენლობაში რაიანმა და მარკუს ტავერნიემ პირველივე ტაიმში გაიტანეს გოლები, რომელთა თავიდან აცილებაც მასპინძლებს შეეძლოთ.


შესვენებაზე გასულ ფეხბურთელებს ოლდ ტრაფორდის ტრიბუნებზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი დახვდათ წარწერით - „სტანდარტები“.


ბანერზე როი კინი, ერიკ კანტონა და ბრაიან რობსონი იყვნენ გამოსახული. გულშემატკივრებმა ის სპეციალურად ამ შეხვედრისთვის კვლავ გამოიტანეს.


მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიაში კერიკის ტაქტიკის გაკრიტიკების შემდეგ, გუნდის მოქმედი კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.


მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საფეხბურთო მიზეზებით იყო განპირობებული და ფეხბურთელის დასჯას არ უკავშირდებოდა.


მიუხედავად ამისა, ფერნანდეშმა მთელი მეორე ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. შეხვედრის მეორე ნახევარიც იუნაიტედისთვის უფერული გამოდგა, ევანილსონმა სენე ლამენსის არასწორი პოზიციური მოქმედებით ისარგებლა და სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა.


მატჩის მიწურულს მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებმა უკმაყოფილება კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახის და თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფის მიმართაც გამოხატეს.


ბორნმუთმა კი ოლდ ტრაფორდზე ბოლო 4 სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 3:0, რამაც მასპინძელთა გულშემატკივრების აღშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.


მარკო როზეს გუნდმა ეს წარმატება ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე მიღწეულ ისტორიულ გამარჯვებას მიაყოლა, როდესაც რუბენ ამორიმის გაწვრთნილი მილანი ასევე 3:0 დაამარცხა.


საინტერესოა, რომ ამორიმის შემცვლელი მანჩესტერ იუნაიტედში, მაიკლ კერიკი, შესაძლოა, სულ მალე თავადაც დაემშვიდობოს ოლდ ტრაფორდს.


38' რაიანი 0-1


            


43' ტავერნიე 0-2


            


71' ევანილსონი 0-3


            

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბორნმუთი
მაიკლ კერიკი
მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩუბინიძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ბორნმუთში - გოლი და ასისტი ბრაიტონთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩუბინიძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ბორნმუთში - გოლი და ასისტი ბრაიტონთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნას უწესებს მადრიდის რეალი პრემიერ ლიგის გრანდებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნას უწესებს მადრიდის რეალი პრემიერ ლიგის გრანდებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომოსთან განადგურება - კერიკს თანამდებობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომოსთან განადგურება - კერიკს თანამდებობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს" - კონტეს განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს" - კონტეს განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 ოქტ, 2026

ჩუბინიძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ბორნმუთში - გოლი და ასისტი ბრაიტონთან

News image

20 ოქტ, 2026

რა მოთხოვნას უწესებს მადრიდის რეალი პრემიერ ლიგის გრანდებს?

News image

21 ოქტ, 2026

კომოსთან განადგურება - კერიკს თანამდებობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება

News image

24 ოქტ, 2026

,,ჩემი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს" - კონტეს განცხადება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება