გიორგი ჩუბინიძე ბრწყინვალე ფორმაშია.
ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ში ბრაიტონისა და ბორნმუთის ახალგაზრდულ გუნდებს შორის უხვგოლიანი და დაძაბული ფრე, 3:3 დაფიქსირდა.
სტუმართა შემადგენლობაში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი ჩუბინიძემ.
19 წლის შემტევმა პირველი ტაიმის მიწურულს თავად გაიტანა და ბორნმუთი 2:1 დააწინაურა. მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში გათანაბრდა (2:2), ჩუბინიძემ საგოლე გადაცემა გაუკეთა სტივენსს, რის შედეგადაც სტუმრები კიდევ ერთხელ გაიჭრნენ წინ.
სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი საოცარ ფორმაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის თასზე პლიმუთთან მოგებულ მატჩში (6:1) ჩუბინიძემ 1 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.