VIDEO: ვეტერანის ბენეფისი - ჩელსი სანაკრებო პაუზიდან ჩინებულად დაბრუნდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ჩელსიმ შინ ბორნმუთი 5:1 გაანადგურა.
ჩაბი ალონსოს გუნდმა მატჩი საოცრად დაიწყო და მე-3 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდა. ჯორდან ჰენდერსონმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი მორგან როჯერსს გაუკეთა საგოლე პასი.
დანარჩენი გოლები მეორე ნახევარში გავიდა - ჰენდერსონმა მეორე გოლიც გაიტანა, ასევე დუბლი შეასრულა ჟოაო პედრომაც, ბორნმუთის რიგებში კი თავი ევანილსონმა 3:0-ზე გამოიჩინა.
ჩელსიმ ამ გამარჯვებით 3-მატჩიანი მოუგებელ ისერია შეწყვიტა და 10 ქულა დააგროვა, რითაც მე-5 პოზიციას იკავებს ცხრილში.
ანდონი ირაოლას გარეშე დარჩენილი ბორნმუთი კი სამად სამი ქულით მე-17 ადგილზეა.