VIDEO: 10-კაციანმა ტოტენჰემმა ოლდ ტრაფორდზე ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა და ტოტენჰემმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში 73-ე წუთზე ბრაიან მბიუმომ გახსნა. 78-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან როდრიგო ბენტანკური გააძევეს, რამაც დე ძერბის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, დეზებმა ქულა მაინც გადაარჩინეს - მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე დომინიკ სოლანკემ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მიმდინარე სეზონში მე-3 ქულა მოუტანა.
მანჩესტერი კი ექვს მატჩში 6 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს და გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ 4 მატჩია ვერ ახერხებს.