ლონდონის ჩელსი აცხადებს, რომ კოულ პალმერმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2034 წლამდე იქნება ძალაში.
ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 138 შეხვედრაში მან 91 საგოლე მოქმედება (გოლი და საგოლე გადაცემა) შეასრულა, მოიგო ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას კონფერენსლიგა, ასევე არაერთი ინდივიდუალური ჯილდო დაიმსახურა.
„ჩელსი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, კლუბი სწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ ახალი კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ.
კლუბის მფლობელებთან, სპორტულ დირექტორებთან და, რა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელთან საუბარმა დიდი თავდაჯერება შემმატა. სწორედ ამიტომ, ახალი კონტრაქტის გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.
თანაგუნდელებსაც ვესაუბრე და ყველას ერთნაირი ამბიციები გვაქვს. მჯერა, რომ აქ დიდი ტიტულების რეგულარულად მოგება შეგვიძლია. მინდა, ამ წარმატების ნაწილი ვიყო და გუნდის მიღწევებში მნიშვნელოვანი როლი შევასრულო“, - განაცხადა პალმერმა.