ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ბორნმუთი მიიღო.
ეს ენცო მარესკასთვის სიტის მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერლიგური დებიუტი იყო.
26-ე წუთზე მარკუს ტავერნიერმა ანგარიში გახსნა და სტუმარ გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
მანჩესტერ სიტი მარცხთან ახლოს იყო, თუმცა 84-ე წუთზე მარკ გეჰიმ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი იოშკო გვარდიოლმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ორივე გოლის შემთხვევაში საგოლე გადაცემა რაიან შერკიმ მიითვალა, სიტიმ კი მცველების გოლებით მოიგო.
მე-2 ტურში ენცო მარესკას გუნდი კრისტალ პალასს ესტუმრება, ბორნმუთი კი საკუთარ მოედანზე ევერტონს მიიღებს.