ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა.
შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პსჟ-ს რიგებში გოლებით თავი დუემ, დემბელემ, ვიტინიამ და აკლიუშმა გამოიჩინეს, სიტიდან კი ორივე გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა.
ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-2 მატჩში დარჩა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა სლოვანთან მატჩისგან განსხვავებით, აქ მოედანზე 66-ე წუთზე გამოვიდა, როცა ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 4:1 იყო.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე 6 ქულა დააგროვა და 10 გატანილი გოლით ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სიტიმ კი მარესკას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი დათმო და 3 ქულის ამარა დარჩა.
0-1 დუე 13'
0-2 დემბელე 15'
0-3 ვიტინია 32'
1-3 ჰალანდი 53'
1-4 აკლიუში 62'
2-4 ჰალანდი 75'