რეალმა რომასთან მატჩი 1:3-დან 10 წუთში შემოატრიალა, თუმცა ვინისიუს ჯუნიორი ამის მონაწილე არ ყოფილა.
ბრაზილიელი ჟოზე მოურინიომ მატჩის 59-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ენდრიკი შეიყვანა, რომელიც თამაშის გმირი გახდა.
VIDEO: მადრიდული სასწაული მარადიულ ქალაქში - რეალმა რომას თამაში 10 წუთში დაუტრიალა
მოედნიდან გასვლისას, ბრაზილიელი უკმაყოფილო იყო და ცვლილებით გაკვირვებაც გამოთქვა.
„მე რატო შემცვალა?", - სწორედ ეს ფრაზა ამოიკითხეს ჟურნალისტებმა ვინის ტუჩების მოძრაობიდან, როცა ის მოედნიდან გადიოდა.
ნათამაშებ 59 წუთში ვინისიუსმა გამოცემა SofaScore-სგან 6.6 შეფასება დაიმსახურა, თუმცა რომას მეორე გოლი მის მიერ თავის ნახევარზე გაკეთებულ არასწორ პასს მოჰყვა.