VIDEO: პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა - კვარა ცვლილებაზე შემოვიდა
44 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა.
შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პსჟ-ს რიგებში გოლებით თავი დუემ, დემბელემ, ვიტინიამ და აკლიუშმა გამოიჩინეს, სიტიდან კი ორივე გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა.
ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-2 მატჩში დარჩა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა სლოვანთან მატჩისგან განსხვავებით, აქ მოედანზე 66-ე წუთზე გამოვიდა, როცა ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 4:1 იყო.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე 6 ქულა დააგროვა და 10 გატანილი გოლით ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სიტიმ კი მარესკას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი დათმო და 3 ქულის ამარა დარჩა.