VIDEO: მადრიდული სასწაული მარადიულ ქალაქში - რეალმა რომას თამაში 10 წუთში დაუტრიალა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად რომა დაამარცხა.
შეხვედრა სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და რეალის გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
პირველი მატჩში რომა დაწინაურდა - დე როონმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ბურთი მცველისგან ასხლეტით ტიბო კურტუას კარში შეფრინდა.
თუმცა, მასპინძელთა სიხარული 5 წუთს გაგრძელდა - 25-ე წუთზე კილიან მბაპემ ცენტრში რომაელთა შეცდომით ისარგებლა და შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით აიღო იტალიური გუნდის კარი. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის მსგავსად, აქაც გავლენა რიკოშეტმა იქონია.
მეორე ტაიმის 15 წუთში რომამ ორი ბურთით შეძლო წინ გასვლა - 51-ე და 58-ე წუთზე დონიელ მალენმა ორი სწრაფი გოლი გაიტანა და რეალი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
თუმცა, მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ქამბექებით არიან ცნობილები და დღევანდელი მატჩიც სწორედ ამ კოლექციას შეუერთდა.
84-ე წუთზე კუთხურიდან ენდრიკის თავურის შემდეგ მეკარემ ბურთი წინ მოიგერია და ესპიმ ის ცარიელ კარში შეაგორა. ზუსტად ერთ წუთში კიდევ ერთი კუთხური დაინიშნა და მეორე სართულზე კვლავ ენდრიკმა აჯობა ყველას, რომლის თავურიც ამჟამად კარის ბადეში პირდაპირ გაეხვა.
90-ე წუთზე კი რეალმა მესამე გოლიც კუთხურიდან გაიტანა, როცა თავი რომას ყოფილმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა გამოიჩინა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
რეალმა დრამატულ სტილში შეძლო გამარჯვების მოპოვება და 6 ქულა დააგროვა, რომა კი ორი ტურის შემდეგ 1 ქულით 25-ე ადგილს იკავებს.