მანჩესტერ სიტიში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
პრემიერლიგის ფინანსური წესების 114-გზის დარღვევაში დამნაშავედ ცნობისა და უმკაცრესი სასჯელის (მათ შორის, ლიგიდან გავარდნის) საფრთხის ფონზე, მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ აპირებენ ვარსკვლავები გუნდის დატოვებას?
სხეულის ენის ექსპერტი დარენ სტენტონი მიიჩნევს, რომ სიტუაცია ძალიან მყიფეა. მისი თქმით, ამ დონის მოთამაშეები უაღრესად ტემპერამენტიანები არიან და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ერთ-ერთმა მათგანმა აგენტს დაურეკოს სიტყვებით: „აქედან წამიყვანე“. ექსპერტი ვარაუდობს, რომ გუნდში ერთიანობა დიდხანს ვერ გაძლებს და მალე ვინმე აუცილებლად გაამჟღავნებს რეალურ სურათს.
მართალია, ლივერპულთან მატჩის შემდეგ ერლინგ ჰოლანდმა თანაგუნდელებს ფსიქოლოგიური სიძლიერისა და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, სტენტონი სვამს კითხვას - რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?
არავინ ჩაყვება გემს, თუ გრძნობს, რომ ეს მას პირადად დააზარალებს. მსგავსმა კრიზისმა შეიძლება გუნდის სრული დაშლა გამოიწვიოს
ოთხშაბათს სიტი ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენს მასპინძლობს, რაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათი პირველი საშინაო შეხვედრა იქნება. ექსპერტი გულშემატკივრებს ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ ფეხბურთელების სხეულის ენას და დაინახონ, იმალება თუ არა მათი ვითომდა სიმშვიდისა და ღიმილის მიღმა შფოთვა და დაუცველობის განცდა.