ტოტენჰემთან პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში ბრუნო ფერნანდეშმა დაუჯერებელი პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ბრუნოს პირველი ზუსტი პასის შესასრულებლად 23 წუთი დასჭირდა.
1986/87 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - რა სჭირს მანჩესტერ იუნაიტედს?
The Athletic-ის ცნობით, ეს ყველაზე ხანგრძლივი დროა, რომლის განმავლობაშიც პორტუგალიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაშისას თანაგუნდელის მოძებნა და ზუსტი პასის გაკეთება უჭირდა.
პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს და მანჩესტერ იუნაიტედის მთლიან გუნდს პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა კატასტროფულად გაუჭირდა, რაც საბოლოოდ ქულების მორიგ დაკარვად გადაიქცა - იუნაიტედმა ფრედ 1:1 ითამაშა და 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვებით მე-13 ადგილს იკავებს.