მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის ექვს ტურში მხოლოდ ექვსი ქულის მოპოვება შეძლო.
ეს წითელი ეშმაკების ყველაზე ცუდი სტარტია ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 40 წლის განმავლობაში.
მე-6 ტურში მაიკლ კერიკის გუნდი ტოტენჰემს ფრედ (1:1) ეთამაშა - მასპინძლები იგებდნენ, თუმცა გამათანაბრებელი გოლი 92-ე წუთზე გაუშვეს.
6 მატჩში მოპოვებული მხოლოდ 1 გამარჯვებით, 3 ფრითა და 2 მარცხით, იუნაიტედი ამჟამად მე-13 ადგილზე იკავებს.
ბოლოს წითელ ეშმაკებს ჩემპიონატის ამ მონაკვეთში უფრო ცუდი მაჩვენებელი 1986/87 წლების სეზონში ჰქონდათ - მაშინ გუნდს ექვს ტურში მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა მოპოვებული.