უნდა ჩამოერთვას თუ არა მანჩესტერ სიტის წარსულში მოპოვებული ტიტულები ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო?
კლუბის წინააღმდეგ 114 ბრალდებაა წაყენებული, სასჯელის ვარიანტები კი ფინანსური ჯარიმიდან და ლიგიდან მოკვეთიდან დაწყებული, ტიტულების ჩამორთმევით დასრულებული, უამრავ სცენარს მოიცავს.
თუ სიტის ტიტულებს გაუქმებულად გამოაცხადებენ, 2011-12 წლების სეზონის ჩემპიონად მანჩესტერ იუნაიტედი გამოცხადდება, გუნდი, რომელმაც სერხიო აგუეროს ლეგენდარული გოლის გამო ტიტული ბოლო წამებზე დაკარგა. თუმცა, იმ ფორმაციის იუნაიტედის თავდამსხმელი მაიკლ ოუენი ამბობს, რომ რეტროსპექტულად მინიჭებული ჩემპიონობა მისთვის არაფერს ნიშნავს:
თუ დანაშაული დამტკიცდა, სასჯელი ძალიან მკაცრი უნდა იყოს, წესების ასე დარღვევისთვის მხოლოდ ხელზე მსუბუქი დარტყმით ვერავინ გადარჩება. ამ სცენარით, მეც მეკუთვნის პრემიერლიგის კიდევ ერთი მედალი, მაგრამ ფეხბურთი ემოციები და მოგონებებია და არა 10, 15 ან 20 წლის შემდეგ გადმოცემული ნივთი. მედალს ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ის მოედანზე განცდილ იმ კონკრეტულ მომენტში გაბრუნებს. დაგვიანებული ჯილდო არ მჭირდება
მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, სიტი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და პროცესს აგრძელებს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო განაჩენი 2027 წლის იანვრისთვის გახდება ცნობილი.