ანტონიო კონტემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ჩემი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა ამჟამად არცერთ მათგანთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზე არ არის.
„ნაპოლიში“ გატარებული შესანიშნავი და წარმატებული პერიოდის შემდეგ, იმდენ დროს გამოვყოფ, რამდენიც მჭირდება იმის გადასაწყვეტად, თუ როდის და როგორ დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმიანობას.
ეს იქნება კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, რომელსაც მაშინ მივიღებ, როდესაც ჩავთვლი, რომ შესაბამისი პირობები არსებობს.
გავეცანი გავრცელებულ ინფორმაციას ფინანსური მოთხოვნებისა და სრული კონტროლის შესახებ, რომლებიც, თითქოს, უკვე წავუყენე დაინტერესებულ კლუბებს.
ასევე წავიკითხე ცნობები იმ ეჭვების შესახებ, რომლებიც ჩემს ე.წ. „მტკიცე ხასიათს“ უკავშირდება. ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა, რადგან ამ ეტაპზე მსგავსი შეფასებების გასაკეთებლად არანაირი კონკრეტული საფუძველი არ არსებობს.
თუ კონკრეტული შეთავაზება გამოჩნდება, სწორედ მაშინ დადგება შესაბამის კლუბთან მოლაპარაკებების დრო.
ამ პროცესში ერთობლივად განვიხილავთ შესაძლო შეთანხმების პირობებს, ორივე მხარის საჭიროებების, ასევე იმ თვისებებისა და მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც ჩემს სამწვრთნელო საქმიანობას განსაზღვრავს.
მანამდე კი ნებისმიერი ვარაუდი ჩემს მოთხოვნებსა და პროფესიულ მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ სპეკულაციაა და მისი ფაქტად წარმოჩენა დაუშვებელია“. - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ანტონიო კონტეს სახელი ბოლო დროს მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს, სადაც მაიკლ კერიკის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.