მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა, განაცხადა, რომ შედეგის მიღწევა მთელი გუნდის ამოცანაა და ყურადღება ცალკეული ადამიანების ნაცვლად კლუბზე უნდა გამახვილდეს.
„შედეგები მხოლოდ მე არ მჭირდება - ისინი ყველას გვჭირდება. საქმე ჩემში არ არის. მანჩესტერ იუნაიტედი ნებისმიერ ადამიანზე დიდია. ყოველდღე სამსახურში საკუთარ თავზე ფიქრით არ მივდივარ.
არც რომელიმე ცალკეულ ფეხბურთელზეა საუბარი. საქმე ამ კლუბსა და მის ისტორიას ეხება“, - თქვა კერიკმა.
ინგლისელმა სპეციალისტმა გუნდის ბოლო ვარჯიშიც დადებითად შეაფასა.
„დღეს ვარჯიშზე გუნდში შესანიშნავი განწყობა იყო. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში ჩავატარეთ“, - აღნიშნა იუნაიტედის მწვრთნელმა.
პრემიერ ლიგის 6 მატჩში მანჩესტერს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს, გუნდმა ასევე ერთი მატჩი მოიგო (ორიდან) ჩემპიონთა ლიგაზე.