მანჩესტერ იუნაიტედში არსებული მდგომარეობით მხოლოდ ლისანდრო მარტინესი არ არის უკმაყოფილო.
talkSPORT-ის ინფორმაციით, არგენტინელი მცველის პოზიციას გუნდის ლიდერებიც იზიარებენ.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა", - ლისანდრომ მანჩესტერის ხელმძღვანელობას გადაუარა
მარტინესმა ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოსთან მარცხის (0:2) შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მთავარ მწვრთნელს, მაიკლ კერიკს, მხარი დაუჭირა.
„მწვრთნელების მუდმივად შეცვლა არ შეიძლება - კერიკი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. სხვა მიმართულებებს რას ვაპირებთ? მეტ ინვესტიციას და ტექნიკური დირექტორისგან მეტს ველოდები“, - განაცხადა მარტინესმა.
იუნაიტედმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული ცხრა მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო.