მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, გუნდის მცველი ლისანდრო მარტინესი კლუბის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული, მკაცრი განცხადების გამო გააკრიტიკა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის (0:2) შემდეგ ხელმძღვანელობა ტრანსფერების ნაკლებობის გამო საჯაროდ გააკრიტიკა.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა", - ლისანდრომ მანჩესტერის ხელმძღვანელობას გადაუარა
„ვფიქრობ, მარტინესს ყველაფერი გამზადებული ჰქონდა. რატომ იძლევა ის ინტერვიუს ამ მატჩის შემდეგ? თავად გამოთქვა სურვილი? მისი საუბარი ზოგადად ძალიან იშვიათად მესმის.
ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა. თითქოს, გუნდთან გაისაუბრა, რომ უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ასე ილაპარაკოს. სამწუხაროა, რადგან იმ დროს, როცა ფეხბურთელების ერთიანობა გვჭირდება, არ შეიძლება ლაპარაკობდე იმაზე, თუ რა ხდება ზემოთ. აუცილებელია, რომ ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და მწვრთნელები სულ ერთად იდგნენ, მითუმეტეს როცა რთული დროება დგას. სხვანაირად ეს უბრალოდ გასახდელს გახლეჩს.
გარდა ამისა, ისიც მგონია, რომ ეს თანაგუნდელებისადმი უპატივცემლობაა. მან თავის პარტნიორებზე ისაუბრა ცუდად - ამბობს, რომ ეს ფეხბურთელები, ვინც ახლა გუნდშია, არასაკმარისად კარგები არიან, რაც პატივისცეის ნაკლებობაა.
მე მგონია, რომ ბრუნო ფერნანდეში არის ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება, გამოვიდეს და რაღაც ასეთი ილაპარაკოს, თუ ბოლომდე გულწრფელობას მოისურვებს, რადგან ის კაპიტანია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა უნდა რჩებოდეს. ფეხბურთელები ელაპარაკებიან მწვრთნელებს, მწვრთნელი შემდეგ მიდის ხელმძღვანელობასთან, თუმცა აი ასეთი ინტერვიუ ვერანაირად ვერ დაგეხმარება იმ სიტუაციაში, რომელშიც კლუბი ახლა იმყოფება.
ერთადერთი, რასაც ახლა ეს მოიტანს - უფრო მეტი ხმაურია გუნდის გარშემო: უკმაყოფილო ფეხბურთელები არასტაბილურები არიან, ვერ ენდობიან საკუთარ თანაგუნდელებს. ეს საერთოდ ვერაფრით ვერ დაგეხმარება." - აღნიშნა რუნიმ.