VIDEO: კერიკის მანჩესტერი ვერც ლიგაზე ბრწყინავს - მადრიდში ატლეტიკომ იმარჯვა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ატლეტიკო მადრიდმა მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიში პაბლო ბარიოსმა გახსნა და დიეგო სიმეონეს გუნდი დააწინაურა. აღნიშნული ანგარიში ტაბლოზე დიდხანს შენარჩუნდა. 74-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ლენი იორო გააძევეს, აქედან ხუთ წუთში კი ადემოლა ლუკმანმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა და თაბლოზე საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
პრემიერ ლიგაში 6 მატჩში მოპოვებული 6 ქულის შემდეგ, მანჩესტერმა ლიგაზეც დათმო პირველივე დიდი მატჩი და ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, ატლეტიკომ კი ლივერპულთან პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ასევე 3 ქულა დაუგროვდა.