ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ინტერი სენსაციურად შინ ბრიუგესთან 3:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში სტუმრები ორი გოლით გაიჭრნენ წინ. 81-ზე ლაუტარომ დუბლი შეასრულა და ინტრიგა დააბრუნა, თუმცა ინტერის გამათანაბრებელი გოლის ნაცვლად, ბრიუგემ გაიტანა მეოთხე და ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო.
90+3 წუთზე ბონიმ სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მეტი კრისტიან კივუს გუნდმა ვერაფერი გააწყო და ლიგაზე ზედიზედ მეორე მარცხი იგემა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა ფორვარდმა ნიკო ტრესოლდიმ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
პირველ ტურში მილანელები სტუმრად რეალთან დამარცხდნენ და ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ, ბრიუგემ კი პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულით მე-18 ადიგლზეა.
შემდეგ ტურში ბრიუგე შინ ლანსს მიიღებს, ინტერი კი საკუთარ მოედანზე დონეცკის შახტარს უმასპინძლებს.