ენცო მარესკამ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ პეპთან შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა.
ენცო მარესკამ განაცხადა, რომ სტადიონზე კლუბის ყოფილ დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას შეხვდა. ესპანელი სპეციალისტი ეტიჰადზე გუნდის მხარდასაჭერად მივიდა.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გვარდიოლასთან შეხვედრა მატჩის დასრულების შემდეგ შედგა:
მას თამაშის შემდეგ შევხვდი. ვისაუბრეთ მატჩზე, პირველ და მეორე ტაიმებზე. ის ძალიან ბედნიერი იყო სტადიონზე ყოფნით. ფანებისთვის მისი ნახვა შესანიშნავი მომენტი გახლდათ. ეტიჰადი ყოველთვის მისი სახლი იქნება.
მარესკამ ასევე ისაუბრა კლუბის გარშემო არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობას სრულად ენდობა:
გარეთ არსებული სიტუაციის გამო არანაირ სტრესს არ ვგრძნობ, რადგან ამას ვერ ვაკონტროლებ. ჩემი ყურადღება სრულად მომდევნო მატჩების მოგებაზეა მიმართული. კლუბს ასი პროცენტით ვენდობი.