მიკელ არტეტასა და არსენალისთვის ზაფხულის წინასასეზონო პერიოდი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს შესანიშნავი შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის დამტკიცება სჭირდებათ.
გამოცემა Evening Standard-ი გამოყოფს სამ არსენალის მოთამაშეს, რომლებმაც წინასასეზონო მატჩებში მაქსიმუმი უნდა აჩვენონ:
კრისტიან მოსკერა
22 წლის მცველისთვის ეს ზაფხული გარდამტეხი უნდა გახდეს. მას შემდეგ, რაც უილიამ სალიბამ ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაუცდება, მოსკერას შანსი ეძლევა ძირითად შემადგენლობაში გაბრიელის მეწყვილედ დაიმკვიდროს ადგილი.
მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნის გამო, ის არტეტასთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს თავიდანვე გადის და მატჩებში სტაბილურობა აუცილებლად უნდა აჩვენოს.
მაილს ლუის-სკელი
ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონის მიწურულს, მაისში, ნახევარმცველის პოზიციაზე ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებით (მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში) გადაარჩინა საკუთარი კარიერა კლუბში.
ახლა, როდესაც დეკლან რაისი და მიკელ მერინო დასვენების რეჟიმში არიან, ლუის-სკელის მოვალეობაა არტეტას კიდევ ერთხელ შეახსენოს საკუთარი შესაძლებლობები და ბრძოლა მოუგოს კონკურენტებს.
ეთან ნვანერი
19 წლის ტალანტი ყველაზე რთულ სიტუაციაშია, რადგან მარსელში ჩატარებული წარუმატებელი იჯარის შემდეგ მისი მომავალი კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალი მის გაყიდვას მიზანმიმართულად არ ცდილობს, კარგი შეთავაზების შემთხვევაში გუნდი ამ ვარიანტს განიხილავს.
ბუკაკო საკასა და ნონი მადუეკეს არყოფნაში, ნვანერს ეძლევა იდეალური შესაძლებლობა, რომ ან მთავარი მწვრთნელის გეგმებში დაიმკვიდროს ადგილი, ან ევროპული კლუბების თვალში საკუთარი თავი წარმოაჩინოს.