The Athletic-ის ცნობით, მადრიდის რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობს და მთავარ სამიზნედ მანჩესტერ სიტის ესპანელი ნახევარმცველი და კაპიტანი, როდრი აქცია.
კლუბებს შორის ჯერჯერობით ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა ესპანეთის დედაქალაქში უკვე დიდი ოპტიმიზმია და ისინი მიიჩნევენ, რომ გარიგება წარმატებით დასრულდება და როდრი კარიერას სამეფო კლუბში გააგრძელებს.
თავის მხრივ, მანჩესტერ სიტი ხელმძღვანელობა არ აპირებს ფეხბურთელის ადვილად დათმობას. ინგლისურ კლუბში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ნახევარმცველის დარწმუნებას და მის შენარჩუნებას ახალი კონტრაქტის გაფორმებით ან მიმდინარე ხელშეკრულების პირობების შესრულებით.
მიუხედავად სიტის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობისა, მადრიდული გიგანტი მზად არის თავისი მომავალი საფეხბურთო პროექტი სწორედ როდრის გარშემო ააგოს, რათა მან მომავალი სეზონიდანვე უხელმძღვანელოს გუნდის შემოქმედებით ნაწილს მოედანზე.