მადრიდის რეალის ახალი სამწვრთნელო შტაბი არდა გიულერის ფიზიკური მომზადებითა და წინასასეზონო ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგებით გაკვირვებულია.
21 წლის თურქმა ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დამატებითი დასვენების კვირა მიიღო და ვალდებებასში კლუბს ამ კვირის დასაწყისში დაუბრუნდა, სადაც პირველად მოხვდა ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც გამოცემა Diario AS იტყობინება, გიულერი ვარჯიშებს არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში და დიდი მონდომებით დაუბრუნდა.
სამწვრთნელო შტაბის წევრები მის თამაშს კარგად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ „გიულერი დაფრინავს!“. ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ამ შესანიშნავი ფორმის შენარჩუნებას შეძლებს და ახალი, 2026/27 წლების სეზონის დასაწყისიდანვე მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება.