• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კუკურელიამ მადრიდელებს უეფას პრობლემა მოუგვარა
ფეხბურთიფეხბურთი

კუკურელიამ მადრიდელებს უეფას პრობლემა მოუგვარა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა მარკ კუკურელიას ტრანსფერით ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირა.


ესპანელი მარცხენა მცველის დამატება მხოლოდ დაცვის ხაზის გაძლიერებას არ ემსახურება, მას გაცილებით დიდი იურიდიული და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კუკურელიას დამატებით, რეალმა უეფას აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბს ევროთასებზე სათამაშოდ მინიმუმ 8 ადგილობრივად გაზრდილი ფეხბურთელი სჭირდებოდა და ეს კვოტა უკვე სრულად შეივსო.

უეფას წესების თანახმად, A სიაში მაქსიმუმ 25 მოთამაშის დარეგისტრირებაა ნებადართული, საიდანაც მინიმუმ 8 ადგილობრივად აღზრდილი უნდა იყოს. ასეთად მიიჩნევა ფეხბურთელი, რომელმაც 15-დან 21 წლამდე ასაკში მინიმუმ სამი წელი გაატარა თავად კლუბში ან იმავე ქვეყნის სხვა გუნდში. წესის დარღვევის შემთხვევაში განაცხადში ადგილები ავტომატურად მცირდება.

კუკურელია ამ კრიტერიუმს იდეალურად ერგება, რადგან ჩელსიმდე მან ბარსელონას აკადემია, ეიბარი და ხეტაფე გამოიარა. მის გარდა, რეალის ამჟამინდელი შემადგენლობიდან ადგილობრივად აღზრდილის სტატუსს ლუნინი, ასენსიო, კარერასი, ჰუისენი, კამავინგა, ვალვერდე, ვინისიუსი და გიულერი ატარებენ.

ამან შესაძლოა კვოტა 10 მოთამაშემდე გაზარდოს. თუ ასენსიო გუნდს დატოვებს, მის ადგილს ბრაზილიელი როდრიგო დაიკავებს. ამასთან, კლუბებს B სიაში შეუზღუდავი რაოდენობის ახალგაზრდა ფეხბურთელების დარეგისტრირება შეუძლიათ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლა ლიგა
კუკურელია
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოურინიო რეალის ახალგაზრდა ვარსკვლავით აღფრთოვანებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო რეალის ახალგაზრდა ვარსკვლავით აღფრთოვანებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოლისე მადრიდის რეალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოლისე მადრიდის რეალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო სანჩოს ტრანსფერით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო სანჩოს ტრანსფერით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას პრეზიდენტს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას პრეზიდენტს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

მოურინიო რეალის ახალგაზრდა ვარსკვლავით აღფრთოვანებულია

News image

7 სთ წინ

ოლისე მადრიდის რეალში?

News image

6 სთ წინ

ატლეტიკო სანჩოს ტრანსფერით ინტერესდება

News image

1 სთ წინ

ბარსელონას პრეზიდენტს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება