მადრიდის რეალის ახალ სამწვრთნელო შტაბს სულ რაღაც ორი ვარჯიში დასჭირდა იმის გასაგებად, თუ ვინ არის გუნდში მთავარი ფეთქებადი ძალა.
თურქი პლეიმეიკერი არდა გიულერი შვებულებიდან კარიერაში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში და უდიდესი ამბიციით დაბრუნდა.
სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა აღფრთოვანება ვერ დაფარა და აღნიშნა, რომ „გიულერი უბრალოდ დაფრინავს“. ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის გუნდში მნიშვნელოვან როლს ამზადებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 51 მატჩში გატანილი 6 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით არდამ საკუთარი კლასი უკვე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ მან 8 საგოლე პასი კილიან მბაპესთან აქვს გაკეთებული, რამაც მათი შესანიშნავი ტანდემი ჩამოაყალიბა.
ახალ სეზონში გიულერს უდიდესი კონკურენცია ელის: ბერნარდუ სილვას ტრანსფერი, ენდრიკის დაბრუნება, ბრაიმ დიასი და მასტანტუონო მარჯვენა ფლანგისთვის იბრძოლებენ. თუმცა თურქ ნახევარმცველს დიდი უპირატესობა აქვს, მოურინიო მას პირადად იცნობს და ჯერ კიდევ ფენერბაჰჩეში მუშაობისას მისი იჯარით წაყვანა სურდა. ახლა კი პორტუგალიელ სპეციალისტს შანსი ეძლევა, თავისი საყვარელი მოთამაშე მადრიდის რეალში გაწვრთნას.