მადრიდის რეალი ლაიფციგის 19 წლის ვინგერის, იან დიომანდეს დასამატებლად აქტიურ ბრძოლაში ჩაერთო.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტები, მათ შორის ფაბრიციო რომანო, წერენ, სამეფო კლუბმა გერმანულ მხარეს ოფიციალური საწყისი წინადადებით უკვე მიმართა, რამაც ევროპული გრანდების სატრანსფერო ბაზარი შეძრა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის ძირითადი პრიორიტეტი პარი სენ-ჟერმენი იყო და მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალებზეც იყო საუბარი, პარიზელებს ლაიფციგის მიერ მოთხოვნილი სოლიდური თანხისთვის ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზებით არ უპასუხიათ.
გერმანული კლუბი ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნებას ცდილობს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 120-130 მილიონ ევროს ითხოვს, მით უმეტეს, რომ დიომანდესთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იმ ფაქტმაც, რომ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ლაიფციგთან დაკავშირებული პოსტების უმეტესობა წაშალა, რაც ხშირად ტრანსფერის მოახლოების მანიშნებელია.
მადრიდის რეალისა და პსჟ-ს გარდა, ვინგერის დამატებით ლივერპული, არსენალი და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი წინ ნამდვილად დაძაბული და ცხელი დღეები ელის.