პიერო ინკაპიე შესაძლოა ბაიერიდან არსენალში გადავიდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 23 წლის ეკვადორელის ლევერკუზენიდან წასვლის შესახებ უკვე ცნობილია. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს და მისით ინტერესი აქამდე ტოტენჰემმა გამოთქვა.
ახლახანს რადარზე არსენალის ვარიანტი გამოჩნდა და თავად ფეხბურთელს მეთოფეების ვარიანტი ძალიან მომხიბვლელი და დამაინტრიგებელი ეჩვენება.
ლონდონურმა კლუბთან ინკეპიესთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, შეთანხმება პრობლემა არ უნდა იყოს.
ჯერჯერობით, არსენალს ლევერკუზენისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს - გადამწყვეტ როლს ამ ტრანსფერში ალექსანდრ ზინჩენკოს და იაკუბ კივიორის შესაძლო წასვლა იქონიებს.