ლონდონის ჩელსი ბარსელონას ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის ტრანსფერზე ფიქრობს.
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 22 წლის ესპანელი შემტევის ტრანსფერს განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით ბარსელონას არ დაკავშირებია.
იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ჩელსის რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, კლუბი ბარსელონადან ლოპესის წამოყვანას შეეცდება და ბარსას რთული ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსფერი შესაძლოა სრულიად რეალურიც იყოს.
22 წლის ფეხბურთელს ბარსასთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ფერმინმა 46 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.