ფერმინ ლოპესის ჩელსიში გადასვლა რეალური ხდება.
კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის შემტევი ჩელსიში გადასვლას სერიოზულად რამდენიმე მიზეზის გამო განიხილავს.
პირველ რიგში ლონდონური კლუბი მას ბარსელონაზე გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობს.
გარდა ამისა, ჩელსი ესპანელს სასტარტოში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მონაწილეობის შანსს გაზრდის.
ჯერჯერობით ჩელსი ბარსელონას ოფიციალურად ამ ტრანსფერთან დაკავშირებით არ დაკავშირებია.