დიდი ალბათობით, ჩელსი არგენტინელი შემტევით გაძლიერდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსის შორის ალეხანდრო გარნაჩოს თაობაზე შეთანხმება ახლოვდება.
ლონდონური კლუბი გარნაჩოს სანაცვლოდ 35/40 მილიონ ფუნტს გადაიხდის. თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება.
თავად გარნაჩოს ლურჯებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და კლუბების შეთანხმების მოლოდინშია.
ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდებოდნენ საუდური კლუბები, თუმცა მან ყველა შემოთავაზება უარით გაისტუმრა და მხოლოდ ჩელსის ელოდება.