მადრიდის რეალის ნახევარმცველი დანი სებალიოსი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.
ინფორმაციას Footmercato-ს ავტორიტეტული ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება.
რეალსა და მარსელს შორის სრული შეთანხმება შედგა - ოლიმპიკი ფეხბურთელს იჯარით დაიმატებს და მომავალ წელს ვალდებული იქნება სებალიოსი გამოისყიდოს.
შესაბამისად, თავდაპირველი იჯარის მიუხედავად, სებალიოსი რეალს საბოლოოდ დატოვებს.
თავად ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე მცირე დეტალების გარკვევის შემდეგ, ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.