მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ჯუდ ბელინგემის რეაბილიტაცია კარგად მიდის.
შეგახსენებთ, რომ რეალის ინგლისელ ნახევარმცველს მხრის პრობლემები 2023 წლის ნოემბრიდან აწუხებდა და გადასახვევით უწევდა თამაში.
თავდაპირველი ვარაუდით, ივლისის შუაში გადატანილი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას 10-12 კვირა დასჭირდებოდა.
თუმცა, AS-ის ინფორმაციით, ბელინგემის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ინგლისელს მოედანზე დაბრუნება ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე სურს, თუმცა კლუბს ამ საკითხში სიფრთხილის გამოჩენა ურჩევნია.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლუბი ფეხბურთელის მოედანზე დროზე ადრე დაბრუნებას.