როცა შეთანხმება თითქმის მიღწეული ჩანდა, დანი სებალიოსმა მარსელში გადასვლა გადაიფიქრა.
როგორც ესპანური გამოცემა Diario AS იტყობინება, ფეხბურთელის ტრანსფერი ლიგა 1-ის გუნდში პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ესპანელის აზრით, საფრანგეთში თამაში მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას გვთავაზობს El Chiringuito TV, რომელიც ამბობს, რომ სებალიოსმა მარსელში ტრანსფერი ბეტისის ინტერესის გამო შეაჩერა - ნახევარმცველს მშობლიურ კლუბში სურს დაბრუნება და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.
ამ ეტაპზე სებალიოსი არც მადრიდის რეალში დარჩენას გამორიცხავს და არც ბეტისში გადაბარგებას, თუმცა მარსელში მისი ტრანსფერი უკვე პრაქტიკულად გამორიცხულია.
ფეხბურთელის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.