სავინიო კარიერას მან სიტიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს ქალაქელებმა ტოტენჰემს შეატყობინეს, რომ ბრაზილიელ ვინგერს არ გაყიდიან.
მან სიტის ამ პოზიციას ტოტენჰემის ვერანაირი შეთავაზება ვერ შეცვლის - სპურსი მზად იყო სავინიოს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა, თუმცა მანჩესტერლები ფეხბურთელს მომავლის საკვანძო ფიგურად მოიაზრებენ.
სავინიოს სიტიში ტრანსფერით გამოირიცხება როდრიგოს გადასვლა მან სიტიშიც, რომელიც, როგორც ჩანს, ამ სეზონსაც მადრიდის რეალში გაატარებს.
ტოტენჰემს კი შეტევის გაძლიერება სხვა ფეხბურთელით მოუწევს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მხოლოდ 4 დღე რჩება.