გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ესპანურ ლა ლიგაში გადავიდეს.
როგორც ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, საქართველოს ნაკრების ფორვარდის შეძენა ვილიარეალს სურს.
ყვითელმა წყალქვეშა ნავმა მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონს ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა.
როგორც ცნობილია, ოლიმპიკს ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება.
იერემი პინოს 30 მილიონ ევროდ კრისტალ პალასში გაყიდვის შემდეგ, ვილიარეალს გაძლიერება სწორედ მიქაუტაძის ტრანსფერით სურს.
ამ სეზონში ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.