სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის რეალი შესაძლოა დანი სებალიოსმა დატოვოს.
მადრიდული კლუბი ესპანელის ტრანსფერზე ფრანგულ მარსელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლისთვისაც სებალიოსი მთავარი სამიზნეა.
დიდი ალბათობით, მარსელი ფეხბურთელს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს და მისი 15 მილიონზე ნაკლებად გამოსყიდვის ვალდებულებასაც აიღებს საკუთარ თავზე.
სებალიოსის წასვლის მოახლოვება იმანაც დაადასტურა, რომ ოვიედოსთან მატჩში მოედანზე გამოსვლის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს წარწერაც დაურთო: "ბოლო ცეკვა".
თავად ფეხბურთელი კარიერის ლიგა 1-ში გაგრძელებას დადებითად აფასებს.