ინგლისის ლიგის თასის პირველ ტურში მანჩესტერმა მეოთხელიგელ გრიმსბი თაუნთან კრახი განიცადა.
რუბენ ამორიმის გუნდი გავარდნასთან ახლოს ძირითად დროშივე მივიდა, როცა 75-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა.
მბემოს და მაგუაიერის გოლებით იუნაიტედმა მატჩის მიწურულს შეძლო თამაშის გადარჩენა და ფორმატის მიხედვით, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანების სერია წარმოუდგენლად გაიწელა და საბოლოო ანგარიშით 12:11 დასრულდა გრიმსბის სასარგებლოდ.
5:4-ზე იუნაიტედის შემტევ მათეუს კუნიას გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა და საბოლოოდ სერია დამრტყმელების მეორე წრემდე მივიდა.
გადამწყვეტი პენალტი მანჩესტერის ახალწვეულმა ბრაიან მბემომ გააცუდა, რომელმაც ბურთი ხარიხას მოარტყა. პირველ წრეზე მან მეკარეს აჯობა, მეორეზე კი - ვეღარ.
საბოლოოდ, იუნაიტედმა მორიგი კრახი განიცადა და ინგლისში არსებული ორი თასიდან ერთ-ერთიდან პირველივე ეტაპზე გამოვარდა.