პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ფულემს ვერ მოუგო.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ბრუნო ფერნანდეშს ჰქონდა, რომელმაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა.
VIDEO: ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ცაში გაუშვა
მეორე ნახევარში იუნაიტედი როდრიგო მუნისის ავტოგოლით დაწინაურდა. თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო - ემილ სმით-როუმ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ ამორიმის გუნდს 1 ქულა აქვს აქტივში, ფულემმა კი ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და 2 ქულა დააგროვა.