პრემიერ ლიგის მე-2 ტურში არსენალმა შინ ლიდსი 5-0 გაანადგურა.
გიოკერეშმა არსენალში დუბლით დაიწყო - არტეტას გუნდმა ლიდსი გაანადგურა
ლონდონელთა შემადგენლობაში 15 წლის მაქს დაუმენის დებიუტი შედგა, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა (15 წლისა და 235 დღის).
დაუმენი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და მატჩის ბოლოს პენალტიც მოიპოვა, რომელიც ვიქტორ გიოკერესმა გოლად აქცია.
15 წლის ტალანტის დებიუტს Sky Sports-ის ეთერში ჯეიმი რედნაპი გამოეხმაურა.
"ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს ბავშვი ასეთი ხარისხით.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მოთამაშე იქნება, ვინც ოდესმე გვინახავს." - განაცხადა რედნაპმა.