არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ დაადასტურა, რომ ებერეჩი ეზე მას თავად დაუკავშირდა, სანამ ტოტენჰემში გადავიდოდა.
ოთხშაბათს ეზემ არტეტას დაურეკა, სანამ ტოტენჰემთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევდა და გაარკვია, იყო თუ არა შანსი, რომ ის არსენალში გადასულიყო.
ესპანელმა ფეხბურთელს უთხრა, რომ ამ საკითხს იმავე დღეს დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე გაარკვევდა. საბოლოოდ ეს ტრანსფერი შედგა კიდეც.
"ეს მიუთითებს, თუ როგორ უნდოდა მას ჩვენთან გადმოსვლა. ხანდახან რთულია ასეთი საუბრები, რადგან მოთამაშეებთან პირდაპირი უნდა იყო, მათ კი კარიერისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ." - განაცხადა არტეტამ.
არსენალმა ებერეჩი ეზე გულშემატკივრებს ემირეითს სთედიუმზე ლიდსთან მატჩის წინ წარუდგინა.
არსენალმა ებერეჩი ეზეს ტრანსფერი დაადასტურა