Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, იბერია 1999-ის ნახევარმცველი იური ტაბატაძე კარიერას კადისში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე ესპანეთშია და მზადაა 3-წლიანი კონტრაქტიც. 25 წლის ნახევარმცველი კადისში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.
ეროვნული ლიგის 22 ტურის შემდეგ იური ტაბატაძე 11 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ტაბატაძე იბერიას აკადემიის (საბურთალოს) აღზრდილია და მთავარ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობდა. 2023-24 წლების სეზონი მან იჯარის წესით ზლატე მორავცეში გაატარა.