ვიქტორ ბონიფასის ტრანსფერი მილანში ჩაიშალა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიგერიელმა ფორვარდმა მილანში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო - მილანი ფეხბურთელს ერთი წლით 5 მილიონად ინათხოვრებდა და 24 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებოდა.
თუმცა, სამედიცინო შემოწმების ვერ გავლის გამო, კლუბმა ტრანსფერზე უარი თქვა.
ბონიფასი გერმანიაში დაბრუნდება.