ტოტენჰემი მან სიტის შემტევისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტს ამზადებს.
ამ ეტაპზე მან სიტი ტრანსფერს მწვანეს არ უნთებს, რადგან სავინიოს შენარჩუნება სურს. თუმცა, ტოტენჰემი დანებებას არ აპირებს და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ახალ შეთავაზებას გააკეთებს.
სავინიოს წასვლის შემთხვევაში მან სიტი რეალიდან როდრიგოს შეძენას შეეცდება.
თუმცა, ამ ეტაპზე კლუბის გეგმა სავინიოს შენარჩუნებაა, რომელიც კლუბმა გასულ ზაფხულს ჟირონადან დაიმატა.