არსენალის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბმა ებერეჩი ეზესთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
27 წლის ინგლისელი ჩრდილო ლონდონში დაბრუნდა, სადაც მისი საფეხბურთო თავგადასავალი არსენალის აკადემიაში დაიწყო.
2016 წელს ეზე ქუინს პარკ რეინჯერსში გადავიდა, სადაც 2019/20 წლების სეზონში ქპრ-ის წლის მოთამაშედ დასახელდა, 2020 წელს კი კრისტალ პალასში გადავიდა.
სელჰარსტ პარკზე გატარებულ ხუთ სეზონში ეზემ 150 მატჩზე მეტი ჩაატრარა და გუნდთან ერთად FA თასისა და ქომუნითი შილდის მოგება მოახერხა.
ებერეჩის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2023 წელს შედგა და ეროვნულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა.
კრისტალ პალასი არსენალისგან 60 მილიონ ფუნტსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს. ეზე არტეტას გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.