VIDEO: ლონდონურ დერბიში ჩელსიმ ვესტ ჰემი გაანადგურა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა.
ვესტ ჰემმა საკუთარ მოედანზე ჩელსი მიიღო და 1-5 დამარცხდა.
ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ლუკას პაკეტამ შორეული გასროლით თავისი გუნდი დააწინაურა.
ენცო მარესკას გუნდმა თამაშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლო. მე-15 წუთზე ანგარიში ჟოაო პედრომ გაათანაბრა, 23-ე წუთზე პედრუ ნეტუმ გაიყვანა წინ გუნდი, 34-ე წუთზე კი ენცო ფერნანდესმა გახადა ანგარიში 1-3.
მეორე ტაიმში ჩელსიმ კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა. 54-ე წუთზე მოიზეს კაისედომ გამოიჩინა თავი, 58-ე წუთზე კი ტრევო ჩალობამ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში (1-5).
ჩელსიმ პირველ ტურში კრისტალ პალასთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ 5 გოლის გატანა შეძლო და 4 ქულა აქვს.