ფაბრიციო რომანოს ცნობით, ასტონ ვილა აქტიურად ცდილობს ნიკოლას ჯექსონის დამატებას, ის უნაი ემერის მთავარი სამიზნეა.
ემერი ჯექსონის მწვრთნელი იყო ვილიარეალში და მათ შორის ურთიერთობა შესანიშნავია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტრანსფერის ფორმულასა და სტრუქტურაზე.
ასტონ ვილა ასევე აცნობიერებს, რომ კონკურენცია დიდი იქნება, რადგან მოთამაშით რამდენიმე ტოპ კლუბიცაა დაინტერესებული.
ნიკო ჯექსონის გარშემო დიდი მოძრაობებია და ფაქტია, რომ ის ძალიან მალე დატოვებს ჩელსის.
ბოლო 48 საათში ნიუკასლი და ბაიერნიც დაუკავშირდნენ ფეხბურთელს, თუმცა ყველაზე აქტიურად სწორედ ასტონ ვილა ცდილობს მის გადაბირებას.
თავდამსხმელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.