ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ბონიფასი კარიერას მილანში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე.
მილანი იჯარის საფასურს 5 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი 24 მილიონ ევროდ მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნება.
გამოსყიდვის შემთხვევაში ბონიფასი როსონერისთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. ნიგერიელი მილანში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.
ბონიფასი ლევერკუზენში 2022 წელს ბელგიური უნიონიდან გადავიდა და გერმანულ გუნდთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო.