ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა დაადასტურა, რომ გუნდს ტრავმის გამო ჯერემი ფრიმპონგი გამოაკლდა.
მარჯვენა მცველი მერსისაიდელთა დახმარებას სანაკრებო შესვენების ბოლომდე ვერ მოახერხებს.
24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ლივერპულს ლევერკუზენიდან შეუერთდა, კუნთის დაზიანება მიიღო.
არნე სლოტის გუნდი მომდევნო ტურებში ნიუკასლსა და არსენალს დაუპირისპირდება.
ნიუკასლი ლივერპულს 25 აგვისტოს სენტ ჯეიმს პარკზე მიიღებს, არსენალი კი ენფილდს 31 აგვისტოს ესტუმრება, შემდეგ კი სანაკრებო შესვენება დაიწყება.