Daily Mail-ის ცნობით, რიკო ლუისმა მანჩესტერ სიტისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ახალგაზრდა მოთამაშე ქალაქელებთან ხელშეკრულებას 2030 წლის ივნისამდე გააფორმებს.
მანჩესტერ სიტიმ გასულ კვირას ნოტინგემ ფორესტის შეთავაზება უარით გაისტუმრა, რომელიც 25 მილიონ ფუნტს შეადგენდა.
რიკო ლუისი გვარდიოლას გუნდის წევრი 2022 წლიდან არის, ის სიტის აკადემიის აღზრდილია. 20 წლის მცველს ინგლისის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
ინგლისელმა სიტისთან ერთად პრემიერ ლიგა (2-ჯერ), FA თასი, ქომუნითი შილდი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.